aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თუ 8 მარტის შეთანხმებაში რურუას არ გულისხმობენ, ოცნებამ უნდა განმარტოს, რა ასპექტი დარჩა შეუსრულებელი” – ბესელია

aviabiletebi
ავიაბილეთები

თუკი ევროპარლამენტარები 8 მარტის შეთანხმების შეუსრულებლობაში გიორგი რურუას პატიმრობაში ყოფნას არ გულისხმობენ, „ქართულმა ოცნებამ“ თავად უნდა განმარტოს, მაშინ შეთანხმების რა ასპექტი დარჩა შეუსრულებელი – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

როგორც ბესელიამ აცხადებს, აღნიშნული ანგარიში ძალიან მძიმე შეფასებაა საქართველოსთვის..

„მაშინ რა არის 8 მარტის შეთანხმების შეუსრულებელი ნაწილი? ამ კითხვას უნდა უპასუხოს „ქართულმა ოცნებამ“. რატომ წერს ევროპარლამენტი თავის ტექსტში, რომ ბოლომდე არ არის შესრულებული 8 მარტის შეთანხმება. რა არ შეასრულეს? იქნებ, მმართველმა პარტიამ ეს მრავალგანტოლებიანი ამოცანა ამოგვახსნევინოს. ვისაც კითხვები უჩნდებოდა, იყო თუ არა 8 მარტის შეთანხმება შესრულებული, დარწმუნდება, რომ როდესაც ევროპარლამენტის ტექსტშიც ასეთი ჩანაწერი ჩნდება, რომ პირობები შესრულებული არ არის, რომ ადამიანის უფლებების და დემოკრატიის კუთხით გაუარესებაა, რომ მართლმსაჯულების რეფორმის პროცესში უკან დახევის პრაქტიკა გვაქვს, დარწმუნდება, რომ ეს კითხვის ნიშნები ინდივიდუალურ დონეზე კი არ უჩნდება ერთ კონგრესმენს ან ერთ სენატორს, არამედ ევროპარლამენტის საერთო დოკუმენტში ჩნდება ეს. საქართველოსთვის, რომელსაც გაცხადებული აქვს, რომ ის ევროპული ოჯახის ნაწილი უნდა იყოს, ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ ეს ძალიან მძიმე, კრიტიკული შეფასებაა. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს, რომელსაც კარგი დინამიკა ჰქონდა, ასე საუარესოდ შემოატრიალა მმართველმა პარტიამ,“ – განაცხადა ბესელიამ.

იტვირთბა....