ჟურნალისტი ელისო კილაძე, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ვახო სანაიას პასუხად წერს, რომ ვახო ჩიქოვანი ურეკავდა ნაცემ და დამალულ გიორგი ქათამაძეს, რადგან უნდოდა მასაც გასწორებოდა.
როგორც კილაძე აცხადებს, გიორგი ქათამაძემ მესიჯი გაუგზავნა ვინც ურეკავდა(არ იცოდა ვინ იყოო)-(ანუ ჩიქოვანს,) რომ იმყოფებოდა თბილისში, იმ იმედით რომ აღარ დაუწყებდნენ დევნას.
“Vakho Sanaia შენი სტატუსის პასუხად მომწერა წყარომ: ვახო ჩიქოვანი ურეკავდა ნაცემ და დამალულ გიორგი ქათამაძეს,უნდოდა მასაც გასწორებოდა! საიდან ჰქონდა მისი ნომერი?თავად ქათამაძემ მისცა ერთ ერთ ნახსლოვკელს დაბადების დღეზე ! გიორგი ქათამაძეს ზარი ჰქონდა გათიშული,თორემ მასაც იპოვიდნენ და ისევე გაუსწორდებოდნენ როგორც შაქარაშვილს. გიორგი ქათამაძემ მესიჯი გაუგზავნა ვინც ურეკავდა(არ იცოდა ვინ იყოო)-(ანუ ჩიქოვანს,)რომ იმყოფებოდა თბილისში,იმ იმედით რომ აღარ დაუწყებდნენ დევნას,იმ ტერიტორიაზე! ერთწამიანი ზარი ამონაწერში,სინამდვილეში მესიჯიაო… წინააღმდეგობის გაწევის თავიც არ ქონდა,ისე იყო ნაცემი! მოგვიანებით,ველოსიპედიდან გადმოვარდაო ექიმმა !” – წერს კილაძე.
ცნობისთვის, ჟურნალისტმა ვახო სანაიამ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა. სადაც ამბობს, რომ 01:43 სთ-ზე ტოიოტას მგზავრის ვახტანგ ჩიქოვანის ტელეფონზე ფიქსირდება შემომავალი ზარი და ზარი ეკუთვნის ნაცემ გიორგი ქათამაძეს.