მესტიის მუნიციპალიტეტში, მესტია-უშგულის გზის მონაკვეთზე გადავარდნილი ავტომანქანა მდინარიდან უკვე ამოიყვანეს. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და ადგილობრივები. ამის ფოტო და ვიდეო მასალას ადგილობრივები ავრცელებენ.
“მეტრონომის” ინფორმაციით, ავტომანქანაში მხოლოდ ერთი პირი იჯდა, რომელსაც ამ დრომდე ეძებენ. “მიცუბიში დელიკას” მარკის ავტომობილის მძღოლი სოფელ მულახიდან ბრუნდებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.