შაქარაშვილის საქმეში ახალი ავტომობილი გამოჩნდა. ამ დეტალის შესახებ ცნობილია გამოძიებისთვის, – ტაქსის მძღოლის ჩვენებაში საუბარია სწორედ შავი “ჰიუნდაის” მძღოლზე, რომელიც ერთ-ერთი დაკავებულთან, ვახო ახველიანთან არის დაკავშირებული. ამის შესახებ ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს.
მათი ცნობით, შავი “ჰიუნდაი” ფიგურირებს ერთ-ერთი გამომძიებლის პატაკში და ეს პირი ასევე ტაქსის მძღოლის ჩვენებაშია ნახსენები. შავი “ჰიუნდაის” მეპატრონე ირაკლი დაფქვიაშვილი სწორედ ვახო ახვლედიანის მეზობელია. ის საბედისწერო ღამეს მცხეთაში იმყოფებოდა, თუმცაა ვახო ახვლედიანს საგამოძიებო უწყებისთვის მიცემულ ჩვენებეში ამ კონკრეტულ დეტალზე ყურადღება არ აქვს გამახვილებული. მას არ უთქვამს, რომ იმ ღამით ირაკლი დაფქვიაშვილი იმყოფებოდა, თუმცა, არსებობს ტაქსის მძღოლის ჩვენება, რომელიც ჰვება, რომ, როდესაც ავიდა მცხეთაში ვახო ახვლედიანის ჩამოსაყვანად, მან დაინახა ირაკლი დაფქვიაშვილი, რომელსაც იცნობდა, მიესალმა, თუმცა, არ დაუნახავს, ვინ ჰყავდა მანქანაში ან რატომ იყო ასული მცხეთაში.
“ტვ პირველი” ასევე აღნიშნავს, რომ შავი “ჰიუნდაის” მძღოლი გამოძიებას ამ დრომდე არ ჰყავს დაკითხული. 2 ივლისს საგამოძიებო უწყებას უკვე ჰქონდა ინფორმაცია ამ კონკრეტულ დეტალთან დაკავშირებით.
ცნობისათვის, ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.
მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, გუშინ ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.