aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რომელი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელია გიორგი შაქარაშვილის ბიძა – ნიკოლაძის პოლიტიკური გეგმები

aviabiletebi
ავიაბილეთები

გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე პოლიტიკური პარტია „ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსის“ თანადამფუძნებელი და პოლიტსაბჭოს წევრია – ამის შესახებ მან პარტიის ყრილობაზე განაცხადა.

როგორც ნიკოლაძემ აღნიშნა, პარტიის შეხედულებებთან სრული თანხვედრა აქვს და მათთან ერთად პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას აპირებს.

„პოლიტიკური პარტიის თანადამფუძნებელი ვარ ჩემს მეგობრებთან ერთად, ვგულისხმობ საქართველოს პარლამენტის რამდენიმე წევრს. ჩვენ ვართ დიდი ხნის მეგობრები. ამავდროულად, მე ვარ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი. ეს ყველაფერი იყო ჯერ კიდევ ამ ტრაგედიამდე დიდი ხნით ადრე და ბუნებრივია გრძელდება მიუხედავად ჩემი ოჯახური პრობლემებისა, რომელიც უკავშირდება გიორგის გარდაცვალებას. მე ყოველთვის აქტიური ვიყავი, როგორც მოქალაქე. ძალიან ხშირად მიწევდა პოლიტიკურ თემებში მონაწილეობა და ეს გაგრძელდება. რაც შეეხება პარტიის პროგრამას და შეხედულებას, მე მთლიანად ვუერთდები – გარდა ჩემი მეგობრული დამოკიდებულებისა, ასევე ჩემი შინაგანი განწყობით, მსოფლმხედველობით, ღირებულებებით. სრული თანხვედრა მაქვს ამ პარტიასთან და, რა თქმა უნდა, გავაგრძელებ ამ კუთხით საქმიანობასაც“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, ნიკოლაძემ აღნიშნა, რომ პროცესში მას შემდეგ ჩაერთვება, რაც გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში დამნაშავე პირები შესაბამისად დაისჯებიან.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნებიდან“ წამოსვლის შემდეგ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ახალი პარტია „ჩვენი საქართველო -სოლიდარობის ალიანსი” დააფუძნეს. პარტიის დამფუძნებლები არიან პარლამენტისა და საკრებულოს ექვსი მოქმედი დეპუტატი: მარიამ ჯაში, ბექა ნაცვლიშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, ასევე თბილისის საკრებულოდან ჯაბა ჯიშკარიანი.

იტვირთბა....