ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აჭარაში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აჭარაში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. არსებული ცნობით, ინფიცირებული თურქეთის მოქალაქე 50 წლის კაცია, რომელიც სატვირთო ავტომობილით ტრანზიტული მიზნით იმყოფებოდა საქართველოში.

50 წლის კაცი ბათუმის “ცხელების ცენტრში” იყო მოთავსებული, სადაც ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდა და COVID 19 დაუდგინდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თურქეთის მოქალაქე საკუთარი სურვილით სამშობლოში გადაჰყავთ, სადაც მკურნალობას გააგრძელებს.

იტვირთბა....