რუსთავში ჯართის ჩამბარებელ პუნქტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული კაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის, პაპუნა ბახტაძის ინფორმაციით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული კაცი კლინიკაში უკვე გარდაცვლილი მიიყვანა.
ბალანჩივაძის ქუჩაზე ჯართის ჩამბარებელ პუნქტში აფეთქება ცოტა ხნის წინ მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ჯართის დამუშავების დროს ჟანგბადის ბალონი აფეთქდა.