aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„წამყვანი მომღერლები მას უკვე კარგად იცნობენ“ – ვინ არის ინფიცირებული აბიტურიენტი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ახალი კორონავირუსით ინფიცირებული აბიტურიენტის შესახებ ინფორმაციას მისი ნათესავი სოციალურ ქსელში აქვეყნებს. მიხეილ ქურასბედიანი აცხადებს, რომ ეს აბიტურიენტი სკოლაში წარჩინებული ანა ონიანია და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს, რათა გოგონა სტუდენტი გახდეს:

„აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა არის ჩემი ოჯახის წევრი. სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. კონსერვატორიაში ვოკალის განხრით აბარებს, სადაც ვოკალში ყველაზე მაღალი-98 ქულა აიღო და ფაქტიურად გაინაღდა უფასო ადგილი.

მხოლოდ მინიმალურის გადალახვა დარჩა სხვა გამოცდებზე. როგორც გვითხრეს აღარ დაიშვება გამოცდებზე და ფაქტიურად ამხელა წარმატებას წყალში უყრიან ბავშვს.

ქართული ოპერის წამყვანი მომღერლები უკვე კარგად იცნობენ ამ ბავშვს. ვთხოვ ხელისუფლებას, რომ გამონახოს რაიმე მექანიზმი და ამ ბავშვს ამხელა წარმატებას ნუ დაუკარგავენ.

#MXARDACHERAANAONIANS

ყველას გთხოვთ გააზიაროთ, იქნებ მივიღოდ შედეგი!!!” – წერს მიხეილ ქურასბედიანი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა 7 ივლისის ეროვნულ გამოცდაზეა გასული. მისივე თქმით, პირი, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია, ხოლო მასთან მყოფ 9 აბიტურიენტსა და დამკვირვებელს, შესაბამისი კვლევები უტარდებათ. ამის შესახებ  ამირან გამყრელიძემ 10 ივლისს განათლების სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

 

იტვირთბა....