aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ვერ გაბედავს ვერავინ რომ ეს საქმე თაროზე შემოდოს” – ეკა ბესელია შაქარაშვილის საქმეზე

“თუ საზოგადოებრივი ტემპერატურა აიწევს, თუ მედია ასეთი მობილიზებული იქნება როგორიც არის ამ საქმის დროს. ეს არის ერთგვარი გამოძიების გამოღვიძების იმპულსი. ვერ გაბედავს ვერავინ რომ ეს საქმე თაროზე შემოდოს. ვინც ამ საქმეს მთავარ ენერგიას აძლევს და არ მისცემს უფლებას გამოძიებას მოდუნდეს, ეს არის მედია. რაც მართლა საოცარ კონცენტრირებას აკეთებს ამ საქმის მიმართ. ეს არის დამზღვევი, შესაძლო საქმის გამრუდების.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ეკა ბესელია – დამოუკიდებელი დეპუტატი

ამის შესახებ ბესელიამ “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.

პროკურატურამ ექსპერტიზის დასკვნა გაავრცელა, რომელიც გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზს ადგენს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

შეგახსენებთ, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. 28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.

იტვირთბა....