ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაზიანებები ერთ ადამიანს მიეყენებინოს” – ალექსანდრე გეჯაძე

თუ შაქარაშვილმა დაზიანებები ცემის დროს მიიღო, ნაკლებად სავარაუდოა, ისინი ერთ ადამიანს მიეყენებინოს. თუ გავყვებით ვერსიას, რომ რამდენიმე დღე ეს პიროვნება იყო მიწის ზემოთ და შემდგომ ერთ დღეში ან დღე-ნახევარში ჩაუშვეს წყალში. ცალსახად ვსაუბრობ, დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, ტემპერატურის გათვალისწინებით, ცხედარი რომელიც თუნდაც ორი დღე, ერთი დღე იმყოფებოდეს არა მიწაში არა წყალში, ლპობითი პროცესები განვითარებოდა ისეთი ინტენსივობით, რომ ამოცნობის რესურსი და შესაძლებლობაც არ იქნებოდა არც გამოძიებას და არც ჭირისუფალს.”

ალექსანდრე გეჯაძე – დამოუკიდებელი ექსპერტი

პროკურატურამ ექსპერტიზის დასკვნა გაავრცელა, რომელიც გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზს ადგენს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

შეგახსენებთ, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. 28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.

იტვირთბა....