19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძის, მირიან ნიკლაძის განცხადებით, ოჯახის კატეგორიული პოზიციაა, ყველა დამნაშავე 109-ე მუხლით დაისაჯოს. მისივე თქმით, ოჯახი ელოდება, რომ ბრალდებულებს შესაძლოა ბრალი დაუმძიმდეთ. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.
„ოჯახს დღეიდან ექნება კატეგორიული პოზიცია გენერალური პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წინაშე, რომ ყველა დამნაშავე უნდა მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის გამო. ეს კვალიფიკაცია, რომელიც პროკურატურამ უკვე შემოგვთავაზა, ბუნებრივია კარგია და სწორი კვალიფიკაცია. მაგრამ ჩვენ ვითხოვთ კონკრეტული დამნაშავეების დასჯას 109-ე მუხლით და შესაბამისად ველოდებით, როდის იქნება წარდგენილი კონკრეტული ბრალდებები და როდის დაისჯებიან დამნაშავეები გიორგის მკვლელობის გამო“ – განაცხადა ნიკოლაძემ.
შეგახსენებთ, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. 28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.