ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ამ კითხვას სერიოზულად მისვამთ? – გახარია ტელევიზორის გარდა არსად გვინახავს, რა სისულელეა” – შაქარაშვილის ბიძა

გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილის ბიძის განცხადებით, ბრალდებულთა წრე შესაძლოა გაიზარდოს. ამის შესახებ მირიან ნიკოლაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მან ასევე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა, ამ საქმეზე შეხვდა თუ არა ნიკოლაძე გიორგი გახარიას.

“თქვენ ახლა ამ კითხვას სერიოზულად მისვამთ? – უკვე მეორე არასერიოზულ კითხვას სვამთ. გახარია ტელევიზორის გარდა არსად გვყავს ნანახი არც მე და არც ოჯახის წევრებს, რა სისულელეა. მსგავსი კითხვა აღარ დამისვათ’ – თქვა მან.

მირიან ნიკოლაძე არ გამორიცხავს, რომ ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს:

“არ გამოვრიცხავ, რომ ბრალდებულ პირთა წრე გაფართოვდეს, თუმცა, ჩვენი მიზანია, რომ ამ მუხლით იქნას გადაკვალიფიცირებული ამ პირების ბრალდება, – ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გაფართოება, თუმცა, თუ გამოიკვეთა, რომ დამატებით ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს, – წეღან დაისვა კითხვა ‘მერსედესში” მსხდომ პირებთან დაკავშირებით, – თუ ვნახეთ საქმის მასალებში რომ ვინმეს რაიმე ფორმით გიორგის მკვლელობასთან შემხებლობა ჰქონდა, გაძლევთ გარანტიას, რომ ეს წრე მაშინვე გაფართოვდება” – თქვა ნიკოლაძემ.

შაქარაშვილის ოჯახმა პირველი კომენტარი გააკეთა.

ცნობისათვის, პროკურატურა ექსპერტიზის დასკვნას ავრცელებს, რომელიც გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზს ადგენს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

შეგახსენებთ, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. 28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.

იტვირთბა....