aviabiletebi
მთავარი ციტატა

“ეს დეპუტატები ივლიან თბილისი – ჭორვილას მარშრუტზე და თუ ფრენები აღდგა, თბილისი-მოსკოვის რეისზე” – გოცირიძე

“პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ქვეყანას ფაქტობრივად „ყვითელი ბარათი“ უჩვენეს.უმრავლესობის დეპუტატებს, რომლებიც ამართლებენ, ნუ ჰგონიათ, რომ ეს მხოლოდ ივანიშვილით შემოიფარგლება. როდესაც არაფორმალური მმართველობის ნაწილი ხარ, ეს შენც გეხება. ეს დეპუტატები ივლიან თბილისი – ჭორვილას მარშრუტზე და თუ ფრენები აღდგა, თბილისი-მოსკოვის რეისზე. ვერ ეღირსებიან ვერც ვაშინგტონში და ვერც ევროპაში ჩასვლას.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

რომან გოცირიძე –  ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე

ამის შესახებ გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტმა 2021 ფისკალური წლის სახელმწიფო, საგარეო ოპერაციების და მათთან დაკავშირებული პროგრამების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა, რომელშიც საქართველოს შესახებაცაა საუბარი. კერძოდ, საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევის პირობებზე.

კომიტეტის პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ კანონპროექტი დამტკიცდა 29 ხმით 21-ის წინააღმდეგ. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს, თუმცა ხაზგასმულია, რომ აღნიშნული დახმარების 15 პროცენტის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს იქამდე, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის, ქვეყანაში უცხოური ბიზნესის დაცვის კუთხით.

 

იტვირთბა....