რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში, კორპუსის მერვე სართულზე გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაცია ამის შესახებ “მეტრონომს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. ხანძრის ჩაქრობის შემდეგ, მეხანძრე-მაშველებმა ბინაში შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა. საცხოვრებელი კორპუსიდან განხორციელდა მოქალაქეების ევაკუაცია. რამდენიმე მათგანს, დაკვამლიანების გამო, ადგილზე მყოფი სასწრაფოს ექიმების დახმარება დასჭირდა.