“საერთოდ არ მაინტერესებს ვინ არის კაწრო, რა კავშირი აქვს რომ. საქმის მასალებიდან მისი კავშირი არ იკვეთება საქმესთან. მე ვვარაუდობ, იკითხება იმის გამო, რომ დაიდგა ტელეშოუები, თითქოს გარდაცვლილი ბავშვები 4 დღე ვიღაცას დაჰყავდა სამარშრუტო ტაქსით და რაღაც სრული იდიოტიზმი. რამდენადაც მე ვიცი, ყველა იდენტიფიცირებულია და ტარდება ამომწურავი მოქმედებები.”
მირიან ნიკოლაძე – გიორგი შაქარაშვილის ბიძა
ამის შესახებ ნიკოლაძემ ჟურნალისტებთან საგამოძიებო უწყებაში ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე “კაროს” დაკითხვასთან დაკავშირებით განაცხადა.
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც “მთავარმა არხმა“ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანიდან ჩამოსვლის შემდეგ როგორ ხვდება გურამ ამირხანაშვილს უცნობი პირი და მას რამდენიმე წუთის განმავლობაში ესაუბრება, იყო ვარაუდი, რომ აღნიშნული პირი სწორედ “კაწროა”. ამიტომ, გამოძიებამ ამ ვიდეოკადრების გამო ის გუშინ დაკითხა.
თუმცა, დაკითვის პერიოდში, გამოძიებამ დაადგინა, რომ პირი, რომელიც შაქარაშვილის საქმის მოწმეს გური ამირხანაშვილს “ტოიოტა ქამრიდან” გადმოსვლის შემდეგ დიდუბეში რამდნემე წუთის განმავლობაში ელაპარაება, ხაშური მკვიდრი ლაშა ლურსმანაშვილია.