ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ივანიშვილს ყველაფრის ეშინია: ჩემი, თქვენი… ცუდი ამინდისაც კი” – გუბაზ სანიკიძე

გუბაზ სანიკიძის განცხადებით, პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ინსტიქტებით მოქმედებს, რაც შიშით არის განპირობებული.

“შიში განსაზღვრავს მის (ბიძინა ივანიშვილის) ქმედებებს. ეს კაცი ინსტიქტებზეა გადასული” – ამის შესახებ სანიკიძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემა “საჯარო პოლიტიკაში” განაცხადა.

წამყვანის კითხვაზე, რისი ეშინია ბიძინა ივანიშვილს, სანიკიძემ აღნიშნა: “ყველაფრის, – ცუდი ამინდისაც, სიბნელის, უცხო ადამიანის, კოვიდის, თქვენი, ჩემი, ამერიკის, ყველაფრის…”

გადაცემაში განიხილავენ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც  პარლამენტს უკვე წარედგინა. კანონპროექტის თანახმად, კომუნიკაციების კომისიას დამატებითი ფუნქციები ენიჭება.

იტვირთბა....