ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ამირხანაშვილი არ თანამშრომლობს გამოძიებასთან ” – შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი ადვოკატი

“მან არაერთხელ შეცვალა ჩვენება და როგორც ჩანს, ამირხანაშვილი არის ის ერთადერთი უახლოესი მეგობარი შაქარაშვილის, რომელიც არ თანამშრომლობს გამოძიებასთან.”

გიორგი გელხაური – შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის ადვოკატი

ამის შესახებ გელხაურმა “მთავარ არხთან” ინტერვიუში განაცხადა.

ამ ეტაპზე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი. შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით.

19 ივნისს საღამოს კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურებმა და მყვინთავებმა შეტყობისთანავე დაიწყეს სამძებრო სამუშაოები. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

იტვირთბა....