ახალი ამბები მთავარი

“რაც საზღვრის გახსნასა და ფრენებთან დაკავშირებით ხდება, არის უგუნურების სრული გამოვლინება და ქაოსი” – კობერიძე

რაც საზღვრის გახსნასა და ფრენებთან დაკავშირებით ხდება, არის უგუნურების სრული გამოვლინება და ქაოსი, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების”  წევრმა, ლევან კობერიძემ განაცხადა. მისი თქმით, მთავრობის წარმომადგენლების განცხადებების შეფასება შეუძლებელია, ვინაიდან  ისინი არ არის სანდო და უახლოესი 2-3 კვირაც განჭვრეტის საშუალებასაც არ იძლევა.

“ერთი თვის წინ მთავრობა უსაზღვრო პიარით იყო დაკავებული, რომ პირველი გახსნიდა საზღვრებს და ფრენებს. მაშინ ვსვამდით კითხვებს რისკებთან დაკავშირებით. გუშინ გააკეთა ქალბატონმა ტიკარაძემ განცხადება, რომ ნებისმიერი ზომის, ფორმის, სიძლიერის კოვიდ 19-ის ტალღებს გაუძლებს საქართველოს ჯანდაცვის სისტემა. მაშინ, გაუგებარია, რატომ რჩება შეზღუდვები, რომელიც ემიგრანტების დაბრუნებას ხელს უშლის, ან აქედან სტუდენტები წავიდნენ და დაუბრუნდნენ თავიანთ სასწავლებლებს.

თან ამბობენ, რომ “ვხსნით”, თან არ ხსნიან. მერე ამბობენ, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა რომ გახსნეს და თანახმა არიან მიგვიღონ, საქართველომ თქვა, რომ “ჩვენ ჯერ ჩაკეტილები უნდა ვიყოთ”. მათი არც ერთი განცხადება არ არის სანდო და განჭვრეტადი. ადამიანები ვერ გეგმავენ მათი განცხადებებიდან გამომდინარე თავიანთ უახლოეს 2-3 კვირასაც კი. არ გამიკვირდება, ხვალ საპირისპირო რამ თქვან, თუ წინასაარჩევნო პერიოდისთვის ჩათვლიან საჭიროდ. ამიტომ მათი განცხადებების და ქმედებების სერიოზული შეფასება შეუძლებელია, თავისივე განცხადებებში არიან ახლართული,”- განაცხადა კობერიძემ.

შეგახსენებთ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო 5 სახელმწიფოსთან საზღვარს უპირობოდ ხსნის. ესენია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ საზღვრის გახსნა უსაფრთხოების ზომების დაცვით უნდა მოხდეს და საქართველომ მოგზაურებს ე.წ. კოვიდ პასპორტი უნდა მოსთხოვოს.

იტვირთბა....