aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის ზღვის დევნილთა დასახლებაში ადამიანების მოწამლის მიზეზი სავარაუდოდ სასმელი წყალი გახდა

“სავარაუდოდ მოხდა კანალიზაციის წყლით მოწამვლა, მოუწესრიგებელია კანალიზაცია. საერთო მდგომარეობაა ცუდი, ცენტრალური წყლები არის გაფუჭებული. მოდის კანალიზაციის წყალი. ალბათ სავარაუდოდ შედის ამ სასმელ წყალშიც.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ამის შესახებ თბილისის ზღვის დევნილთა დასახლების ერთ-ერთმა მცხოვრებმა, “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში განაცხადა. 

მოქალაქეების თქმით, დასახლებაში დაახლოებით 15 ადამიანი მოიწამლა და წყალს არასასიამოვნო სუნი და გემო ჰქონდა.

მათივე განცხადებით, გუშინ დასახლებაში სასწრაფო დახმარება ოთხჯერ გამოიძახეს და კლინიკებში მცირეწლოვანი ბავშვები გადაიყვანეს.

იტვირთბა....