ახალი ამბები მთავარი ციტატა

“დადგა დრო, ამ ადამიანმა თქვას სიმართლე…” – ტატიაშვილის ადვოკატი ამირხანაშვილის ვიდეოკადრებზე

“მნიშვნელოვანი ფაქტია და ბევრ რამეს შეცვლის. მას მოუწევს პასუხის გაცემა, ვინ არის ეს ადამიანი და რატომ შედგა ეს რანდე-ვუ. მიმაჩნია, რომ გამოძიება ამ მიმართულებით უკვე დაძრულია. შედეგებს უკვე ველით დღეს, ხვალ, ზეგ. დადგა დრო, ამ ადამიანმა თქვას სიმართლე. თუ რაღაც მიზეზით სიმართლეს მალავდა, შესაძლებელია იყოს ახსნადი და გაგებადი. თუ ეს ეწინააღმდეგებოდა გამოძიების წარმართვას, არაა გამორიცხული დადგეს მისი პასუხისმგებლობაც.”

გიორგი ყიფშიძე – შაქარაშვილის საქმის ერთერთი ფიგურანტის, გიგა ტატიაშვილის ადვოკატი

შეგახსენებთ, რომ “მთავარ არხზე” გასულ ვიდეოკადრებში ჩანს, გიორგი შაქარაშვილის საქმის ოქროს მოწმე, გური ამირხანაშვილი თბილისში ჩამოსვლის შემდეგ როგორ ხვდება უცნობ პირს.

იტვირთბა....