ახალი ამბები მთავარი სამართალი

შაქარაშვილის საქმეზე ახალი ვიდეო ჩანაწერები ვრცელდება – უცნობი პირი მიდის ამირხანაშვილთან და 4 წუთის განმავლობაში ესაუბრება

ტელეკომპანია “მთავარი არხის” მიერ მოპოვებული ვიდეო კადრებში, რომლებიც იმავე ადგილზეა გადაღებული, სადაც მოძალადეებმა თბილისში გურამ ამირხანაშვილი დატოვეს, აშკარად ჩანს მამაკაცი, რომელიც რამდენიმე წუთში ადგილზე მიდის,  ამირხანაშვილს ხვდება და მასთან რამდენიმე წუთის განმავლობაში საუბრობს. ვინ არის ეს ადამიანი და რა კითხვებს აჩნეს ეს ვიდეო მასალა 19 წლის ფეხბურთელის მკვლელობის საქმეში?

“შევხედეთ თავიდან ბოლომდე ამ მასალას: მას (ამირნხანაშვილს) აფრთხილებენ, რომ მან გააკეთოს იმიტაცია ქუჩაზე გადასვლის. ის იწყებს ქუჩაზე გადასვლას, რასაც აფიქსირებენ კამერები. ამის მერე ხდება ამ მასალის ჩაჭრა ყველა ტელევიზიის ეთერში, რადგან მივიჩნიეთ, რომ ის გადადის ქუჩაზე და გზას აგრძელებს სახლისაკენ. სინამდვილეში ის ბრუნდება უკან და როგორც ჩანს, გაფრთხილებულია, რომ უნდა დაელოდოს სხვა პირს, რომელიც მოაკითხავს სხვა მანქანით. შემდეგ ვხედავთ რომ რამდენიმე წუთში მას სხვა პირი სხვა მანქანით აკითხავს” – განაცხადა პირდაპირ ეთერში ტელეკომპანიის დამფუძნებელმა ნიკა გვარამია.

მისი თქმით, ახალ ვიდეო ჩანაწერში ჩანს უცნობი პირი, რომელიც მიდის ამირხანაშვილთან და 4 წუთის განმავლობაში ესაუბრება:

“ეს ტიპი გადმოდის ფურგონის ტიპის მანქანიდან, რომელიც ძალიან გყავს პირს, რომლის შესახებაც ჩვენ რამდენიმე დღეა ვსაუბრობთ, – კაწროს ანუ ავთანდილ ბილანიშვილს, რომელიც მიდის ამირხანაშვილის დასამუშავებლად კონკრეტული ჩვენების მიცემის თვალსაზრისით. ელაპარაკება 4 წუთის განმავლობაში, რაც არ ჩანს საქმის მასალებში. ამ საქმეში ჩარეულია ძალიან მაღალი გავლენების მქონე ქუჩის ავტორიტეტი” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

იტვირთბა....