ახალი ამბები მთავარი სამართალი

“მაქვს გარკვეული ინფორმაცია…შესაძლოა გასაღები იყოს ამ საქმის” – შაქარაშვილის ბიძა

გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილის ბიძა პასუხობს კითხვას, რატომ არ გაუსწორდნენ გურამ ამირხანაშვილს, რომელიც „ტოიოტას“ მარკის ავტომობილით წამოიყვანეს თავდამსხმელებმა თბილისში და რატომ უნდა გასწორებოდნენ გიორგი შაქარაშვილს? – მირიან ნიკოლაძის თქმით, მას აქვს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელსაც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გაასაჯაროებს. ამასთან, ამბობს, რომ ამ კითხვებზე პასუხი ექსპერტიზის დასკვენებთან შესაძლოა 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეში ერთ-ერთი გასაღები იყოს. ამის შესახებ მან “ფორმულას” ეთერში განაცხადა.

„ეს არის იმდენად საკვანძო სიტყვა, იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ექსპერტიზის დასკვენებთან ერთად ერთ-ერთი ასე ვთქვათ გასაღები ამ მოვლენის ახსნისთვის იყოს ესეც.

მე მაქვს გარკვეული ინფორმაცია, რომლის გაჟღერებისგან ახლა თავს შევიკავებ, თუმცა ვადასტურებ, რომ ამ კითხვებს აქვს დიდი მნიშვნელობა საქმისთვის და შესაძლებელია მან ბევრ კითხვას გასცეს პასუხი“ – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

ცნობისათვის, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს.

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.

იტვირთბა....