ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“ფულის საკეთებლადაც იყენებენ” – ჯაფარიძე ფრენებთან დაკავშირებით შეზღუდვების გაგრძელებაზე

პარტია “გირჩის” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ხელისუფლება პანდემიის პროცესს ფულის საკეთებლად იყენებს და საზღვრებს სწორედ ამიტომ არ ხსნის. ამის შესახებ მან გადაცემა „კომენტარში“ ისაუბრა.

„ხიბლში არიან, სიამოვნებთ ეს ძალაუფლება და მათ შორის იყენებენ ფულის საკეთებლად. შეიძლება ძალიან ბანალური მიზეზია, მაგრამ რეალურად ეგ არის, ყველაფერში ფულს აკეთებენ. მე მეკონტაქტება ადამიანი, რომელსაც კარანტინისთვის აქვს შესაძლებლობა, რომ იცხოვროს დამოუკიდებლად, მაგრამ ეუბნებიან, რომ აქ არა, წამოდი სასტუმროში უნდა გაცხოვროო და გამოკეტილი ჰყავთ სასტუმროში.

მაგის ერთადერთი ახსნა არის ის, რომ ურჩევნიათ, რომ ყველა გაუშვან კარანტინში, იმიტომ რომ სასტუმროებში ე.წ. „ატკატები“ აქვთ. არის მომწოდებლები სადეზინფექციო ხსნარების, პირბადეების და ვიცი კონკრეტულ ბიზნეს ეუბნებიან, რომ კონკრეტული მომწოდებლისგან უნდა იყიდონ “ – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძე.

ცნობისათვის, საქართველო ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ „უსაფრთხო ქვეყნების“ სიაში მოხვდა.

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, რეგულარული საერთაშორისო ფრენები საქართველოდან 1-ელ აგვისტოს აღდგება.

იტვირთბა....