ახალი ამბები მთავარი სამართალი

“…ძალიან მშვიდი ხმის ტემბრი აქვს. ყველაფერს თავი რომ გავანებოთ, ქოშინი უნდა მოდიოდეს“ – იურისტი 112-ს ჩანაწერზე

იურისტ მიხეილ რამიშვილს ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებული ზარის ავთენტურობაში ეჭვი ეპარება. ამის შესახებ განცხადება მან “ტვ პირველის” ეთერში გააკეთა.

„როდესაც ადამიანი გარკვეულად ინერვიულებს, ან დაძაბული გარემო ახასიათებს ბგერები, ხმის ინტონაცია ეცვლება და ეძაბება ხმის ტემბრი. მე რამდენჯერმე მოვუსმინე და ძალიან მშვიდი ხმის ტემბრი აქვს. ყველაფერს თავი რომ გავანებოთ, ქოშინი უნდა მოდიოდეს“ – თქვა მიხეილ რამიშვილი.

აქვე შეგახსენებთ, რომ გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში შსს-მა დღეს 112-ის ჩანაწერი გაასაჯაროვა.

იტვირთბა....