ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ეს აუდიო ჩანაწერი სტუდიური ჩანაწერის შთაბეჭდილებას ტოვებს” – დავით ნებიერიძე 112-ის ზარის აუდიო ჩანაწერზე

“ნაციონალური მოძრაობის” აქტიური მხარდამჭერი, დავით ნებიერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ აუდიო ჩანაწერს ეხმაურება, სადაც, შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმე, იაკობ ბრეგვაძე 112-ში რეკავს და ატყობინებს შემთხვევის შესახებ.
ნებიერიძის განცხადებით, აუდიო ჩანაწერში ყველაზე საეჭვო ფონური ხმაურის არ არსებობაა.
“შაქარაშვილის საქმეზე გასაჯაროებულ აუდიო ჩანაწერში, სადაც ბრეგვაძე უკავშირდება 112-ს პირადად ჩემთვის ყველაზე საეჭვო ფონური ხმაურის არ არსებობაა.
შეგახსენებთ, რომ შენობა საიდანაც ფოტოგრაფი რეკავდა მდებარეობს ჩქაროსნულ მაგისტრალზე, სადაც ინტენსიური მოძრაობაა. განსაკუთრებით კი დიდი სისწრაფით მოძრავი ტრეილერების ხმის არ არსებობა მაეჭვებს. აღარაფერს ვამბობ თავად ბრეგვაძის მშვიდ და აუღელვებელ ინტონაციაზე. ეს აუდიო ჩანაწერი სტუდიური ჩანაწერის შთაბეჭდილებას ტოვებს”, – წერს დავით ნებიერიძე სოციალურ ქსელში.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მოსაზრება ასევე გამოთქვა, ჟურნალისტმა ელისო კილაძემ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, შს მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგი გამართა.

ამ ეტაპზე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი. შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით.

19 ივნისს საღამოს კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურებმა და მყვინთავებმა შეტყობისთანავე დაიწყეს სამძებრო სამუშაოები. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

იტვირთბა....