ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ვინ დაწერა სცენარი?!” – ელისო კილაძე 112-ის ზარის აუდიო ჩანაწერს ეხმაურება

“112-ში ბევრჯერ დამირეკავს, სულ ქალი მხვდება ოპერატორი(გვიან ღამითაც), საუბარს იწყებს ასე-112 გისმენთ ! ფოტოგრაფს კაცი შეხვდა?! და ტექსტი? ყურადღება კითხვა-ვინ დაწერა სცენარი?!”
ელისო კილაძე – ჟურნალისტი
აღნიშნული განცხადება კილაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. რითაც გამოეხმაურა, დღეს შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ აუდიო ჩანაწერს. სადაც, შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმე, იაკობ ბრეგვაძე 112-ში რეკავს და ატყობინებს შემთხვევის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, შს მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგი გამართა.

ამ ეტაპზე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი. შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით.

19 ივნისს საღამოს კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურებმა და მყვინთავებმა შეტყობისთანავე დაიწყეს სამძებრო სამუშაოები. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

იტვირთბა....