ახალი ამბები მთავარი სამართალი

„არ არის გამორიცხული, რომ ცხედარი მერე მოიტანეს და ჩააგდეს წყალში“ – ადვოკატი შაქარაშვილის საქმეზე

გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის, გიგა ტატიაშვილის ადვოკატის განცხადებით, შაქარაშვილის ცხედარი შესაძლოა რამდენიმე დღის შემდეგ მიიტანეს და ჩააგდეს წყალში. როგორც გიორგი ყიფშიძემ “დღის კურიერის” ეთერში აღნიშნა, შაქარაშვილის ცხედარზე წყლის ზემოქმედება შესამჩნევად არ იყო.

„როდესაც მე ვათვალიერებდი გარდაცვლილის ფოტოსურათებს, რეალურად, ერთი საგულისხმო მომენტი ის იყო, რომ თვითონ წყლის ზემოქმედება და გარკვეულწილად ამ შემთხვევაში მისი სხეულის მდგომარეობა, რაღაც ეჭვი გამიჩინა ის, რომ შესაძლებელია ეს 4 დღე წყალშიდაც არ ყოფილიყო.

წყლის ზემოქმედება არ იყო შესამჩნევი და ამავე დროს არ არის გამორიცხული ჩემი შეხედულებით ის, რომ შესაძლებელია 19-ში კი არ მოხდა და 18-ში კი არ ჩააგდეს წყალში, შესაძლებელია მერე მოიტანეს და მერე ჩააგდეს, არც ამას არ გამოვრიცხავ” – განაცხადა გიგა ტატიაშვილის ადვოკატმა გიორგი ყიფშიძემ.

ცნობისათვის, 19 ივნისის ღამეს გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს. საქმეზე დაკავებულია 17-პირი.

იტვირთბა....