ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.

სებ-ის ცნობით, 7 ივლისისთვის ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში შედარებით გაუფასურდა.

1 აშშ დოლარი ხვალ 3.0532  ლარი ეღირება. დღევანდელი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი 3.0463 ლარი ღირდა.

ასევე, შედარებით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში. 1 ევრო ხვალ 3.4477 ლარი ეღირება. ძველი კურსით 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4381 ლარი იყო.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 7 ივლისისთვის ამოქმედდება.

იტვირთბა....