ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ტერიტორია, სადაც ამირხანაშვილი იმალებოდა, დამწვარია – შაქარაშვილის საქმე

გიორგი შაქარაშვილი გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები იკვეთება. კერძოდ ცნობილი ხდება, რომ ტერიტორია, სადაც შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, გური ამირხანაშვილი იმალებოდა, საქმის ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის მტკიცებით, დამწვარია.

როგორც გიორგი გელხაური აცხადებს, აღნიშნული ტერიტორია მან 5 ივლისს დაათვალიერა.

იქ შეიძლებოდა ყოფილიყო დნმ-ს კვალი და ა.შ. დღეს ეს ადგილი დამწვარია. ფაქტია, რომ ეს კიდევ უფრო მეტ ბუნდოვანებას სძენს ამ საქმეს.” – აცხადევს გელხაური.

აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს ბრალდებული გიგა ტატიაშვილის ადვოკატი გიორგი ფოფხაძეც.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ საქმეში არსებული კითხვებისთვის პასუხების გაცემას გარკვეული დრო სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “მთავარი არხის” გადაცემა “მთავარ აქცენტებში” გაჟღერდა ვერსია, რომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელი ცაციაა და დაკავებულთა შორის ცაცია მორაგბე არჩილ გაგნიძეა.

ამ ეტაპზე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი. შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით.

19 ივნისს საღამოს კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურებმა და მყვინთავებმა შეტყობისთანავე დაიწყეს სამძებრო სამუშაოები. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

იტვირთბა....