ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ვფიქრობ, რომ რეალურად ადგილზე მივიდა მესამე მანქანა და შეეცადა კვალის დაფარვას”- დაკავებული მოჭიდავის ადვოკატი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მოჭიდავის, გიგა ტატიაშვილის ადვოკატი გიორგი ყიფშიძე გამოძიების მსვლელობას აფასებს და აცხადებს რომ საქმის პილიტიზება ხდება, რაც სიმართლიდ დადგენას აფერხებს. 

როგორც ადვოკატი ჟურნალისტებთან აცხადებს, არიან ის ადამიანები, რომლებიც დაეხმარნენ დანაშაულში მონაწილეებს, რათა კვალი დაეფარათ.

ამასთან, ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ინციდენტის ადგილას მივიდა მესამე მანქანა და კვალის დაფარვას შეეცადა.

“ახალი და განსაკუთრებული ჯერ არაფერი ჩანს საქმეში. ვფიქრობ, რომ რეალურად იქ მივიდა მესამე მანქანა და შეეცადა კვალის დაფარვას. ამ საქმეში რაღაც განსაკუთრებული სპეციალური ჯგუფის არსებობას გამოვრიცხავ, მინიმუმ არიან ის ადამიანები, რომლებიც დაეხმარნენ დანაშაულში მონაწილეებს, რათა კვალი დაეფარათ.

საქმის ზედმეტად პოლიტიზება მიმაჩნია, დიდ პრობლემებს შეუქმნის სიმართლის დადგენას. ვთვლი, რომ საშინელი არაპროფესიონალიზმი ხდება და რაც უფრო ღრმად პოლიტიკისკენ გაექაჩებიან, მით უფრო დიდი პრობლემები იქნება ამ საქმეში. ამ ეტაპზე უადგილოდ მიმაჩნია განცხადებები, რომ ვინმე მფარველობს საქმეს, ცალსახად გამოძიების სისუსტეს ვხედავ. ვთვლი, რომ რამდენიმე საკვანძო პრობლემა არის ამ საქმეში“, – განაცხადა გიგა ტატიაშვილის ადვოკატმა, გიორგი ყიფშიძემ.

ამ დრომდე კი ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირს წაეყენა ბრალი და  17-ვე პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გამოძიება დაკავებულ პირტა წრის გაფართოებას არ გამორიცხავს. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურამ ვიდეოკადრებიც გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ 22 ივნისს მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვნეს. გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უკვე ცაუტარდა, რომლის დასკვნაც ერთ თვეში გახდება ცნობილი. თუმცა, ექსპერტის ინფორმაციით, ცხედარს  მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება თავის, სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში. საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები და მოწმეების ჩვენებების დაკითხვა ინტენსიურად მიმდინარეობს.

იტვირთბა....