გიორგი შაქარაშვილი მდინარის არაგვის სანაპიროზე საცალფეხო ბილიკით არ მოხვედრილა. დევნის დროს ის მცხეთის ძველ ხიდზე ჩავიდა, რომელსაც მოაჯირები არ აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს.
“ტვ პირველმა” ის ადგილი გადაიღო, სადაც სავარაუდოდ დაპირისპირება მოხდა. ეს ადგილი პირდაპირ ესაზღვრება სახლს, სადაც ფოტოგრაფი იმალებოდა. შეუძლებელია მას ჩხუბის ხმა არ გაეგო ან არ დაენახა ლამპიონებით ნაწილობრივ განათებულ ტერიტორიაზე ვინ ვის ურტყამდა, თუმცა, ჩვენებაში იაკობ ბრეგვაძე ამის შესახებ არაფერს წერს. ნათქვამია “ტვ პირველის” მიერ მომზადებულ სიუჟეტში.
ცნობისათვის, 23 ივნისს, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს.
ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ 17 პირი დააკავა.