ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

კორონავირუსის შემთხვევათა რეკორდული რიცხვი – მსოფლიოს მასშტაბით ვითარება უარესდება

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსი 212 326 ადამიანს დაუდასტურდა – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ეს ახალი შემთხვევების რეკორდულად მაღალი ყოველდღიური მაჩვენებელია.

ყოველდღიურად გლობალური მასშტაბით გარდაცვლილთა რიცხვი დააახლოებით ხუთი ათასით იზრდება.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, სულ მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილია 531 069 ადამიანი. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით 11 მილიონ 281 ათასი ადამიანი დაავადდა, აქედან ექვს მილიონზე მეტი უკვე გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება საქართველოს, დღეს, 5 ივლისს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 951 გახდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 3 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათი რაოდენობა 828-ს შეადგენს.

ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

იტვირთბა....