“მგონია, რომ მთლიანობაში სამართლიანობის აღდგენის პროცესი ქვეყანაში მიმდინარეობს დამაკმაყოფილებლად. ძალიან კარგად მესმის, რომ უამრავი ადამიანია, რომელსაც წაართვეს ქონება და შეიძლება, დღეს ვერ დაუბრუნდეს; უამრავი ადამიანია, რომელიც ფიქრობს, რომ მისი უშუალო მწამებელი სასჯელს ჯერ კიდევ არ იხდის.”
სოზარ სუბარი – პრემიერის მრჩეველი
ამის შესახებ სუბარმა “იმედის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართულ გამოთქმას გავიხსენებ – სამართალი ურმით დადის, მაგრამ აუცილებლად მივა ყველგან. შეიძლება, უფრო მძიმე მაგალითიც გავიხსენო – ნაცისტური გერმანია, როდესაც დღესაც კი შეიძლება მონახონ ვინმე, ვინც პასუხი უნდა აგოს და დღემდე პასუხი არ უგია; სასამართლო პროცესები ათეულობით წლების განმავლობაში გრძელდებოდა და ამ ადამიანების ნაცისტი დამნაშავეების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენაც.”