მთავარი ციტატა

წვეულების იუბილარის ადვოკატი გაბეჩავას ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე საუბრობს – შაქარაშვილის საქმე

“ანა გაბეჩავა იმყოფება მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში. არამარტო ანა გაბეჩავა, ასევე მისი ოჯახის წევრებიც. მისი მდგომარეობა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით საკმაოდ მძიმეა… მცხეთის პოლიციის დეპარტამენტს მივმართეთ შესაბამისი განცხადებით, სადაც ვუთითებთ, რომ ანა გაბეჩავას მიმართ ხორციელდება ზეწოლა”

თათია მანეჟაშვილი, ანა გაბეჩავას ადვოკატი

TV პირველი, “დღის ამბები”

შეგახსენებთ, ამ ეტაპზე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი. შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით.

19 ივნისს საღამოს კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურებმა და მყვინთავებმა შეტყობისთანავე დაიწყეს სამძებრო სამუშაოები. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

იტვირთბა....