ახალი ამბები მთავარი სამართალი

გიორგი შაქარაშვილის საქმეს კიდევ 2 ტომი დაემატა

გიორგი შაქარაშვილის საქმეში ახალი გარემოებები გამოიკვეთა. მტკიცებულებებს, რომელიც 10 ტომისგან შედგებოდა, ახალი ვიდეოკადრები და საქმის ახალი ფიგურანტები ემატება.

მცხეთის პოლიციაში დაკითხვები კვლავ მიმდინარეობს.

ბოლო ინფორმაციით, ჩატარდა ავტომობილის ექსპერტიზა, რომელსაც უნდა დაედგინა, შეეჯახა თუ არა გიორგი შაქარაშვილს ავტომობილი.

როგორც დაკავებული მორაგბეების ადვოკატი ამბობს, ტრასოლოგიური ექსპერტიზის შედეგად, შეჯახების ალბათობა გამოირიცხა. გარდა ამისა, საქმის 10 ტომს კიდე 2 დაემატა, რომლის დეტალები ამ დროისათვის ადვოკატებისთვის უცნობია.

“დღეს საქმის სხვა მასალები გადმოგვეცა, თუმცა, ჯერ არ გავცნობივართ. საქმეზე ახალი პირებიც გამოკითხულები არიან, დაახლოებით, 10-მდე მოწმე. თუმცა, საქმესთან მათი შემხებლობის შესახებ არ ვიცით. ასევე, გვაქვს დამატებით ვიდეომასალებიც“, – აცხადებს ადვოკატი.

იტვირთბა....