“თავისთავად ცხადი იყო, რომ იმდენი ახალგაზრდა მონაწილეობდა, გამოჩნდებოდა ვიღაცის მფარველი, ვიღაცის მამა, ვიღაცის დედა, ვიღაცის ბიძაშვილი, როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, ამიტომ მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა იყოს გამოძიება და ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. დღესდღეობით ჩანს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრი ბუნდოვანება არის და ეს პირდაპირ უნდა იყოს ხელისუფლების ინტერესში, რომ გაფანტოს კითხვები იმიტომ, რომ კიდევ ერთ ასეთ ტრაგედიას,რომელიც თავის მხრივ, დაუსჯელობის სინდრომიდან გამომდინარეობს და მის მანიპულაციას გამოძიების მხრიდან, რისი გამოცდილებაც, სამწუხაროდ, გვაქვს, საზოგადოება უკვე აღარ მიიღებს და ამაზე იქნება ძალიან მწვავე რეაქცია”
გიგი უგულავა, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი
“ინტერპრესნიუსი”