aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

“რა თქმა უნდა, ჭკადუა ჰყავდათ შემონახული, რომ წინასაარჩევნოდ ჩამოეყვანათ, თორემ არც იმალებოდა…” – ელისაშვილი დავით ჭაკუას ექსტრადირებაზე

“ეს, რა თქმა უნდა, არჩევნებს უკავშირდება და ხელისუფლება გვაჩვენებს, რომ ვითომ ისევ ებრძვიან წინა ხელისუფლების დამნაშავე პირებს და რა თქმა უნდა, ჭკადუა ჰყავდათ შემონახული, რომ წინასაარჩევნოდ ჩამოეყვანათ, თორემ არც იმალებოდა. ეს არის წინასაარჩევნო ამბავი, თორემ ამდენ ხანს რა უნდოდა მის ექსტრადიციას. შეეძლოთ, ძალიან მარტივად გაეკეთებინათ, მაგრამ არჩევნებისთვის… ჭაკუა ყველას გვესმოდა ყოველთვის, როგორც ადამიანთა მწამებელი და მე რომ ხელისუფლებაში ვყოფილიყავი, ალბათ, ღამე ვერ დავიძინებდი, ვიდრე ადამიანების, პატიმრების მწამებელს არ გამოვამწყვდევდი ციხეში და არ მივუზღავდი კუთვნილ სასჯელს. ეს არის რაღაც წინასაარჩევნო მაიმუნობა და მეტი არაფერი.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ალეკო ელისაშვილი – “სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერი

ამის შესახებ ელისაშვილმა “პალიტრანიუსის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.

შეგახსენბთ, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენის ყოფილი უფროსი, დავით ჭაკუა გერმანიამ საქართველოს გადმოსცა.

იტვირთბა....