aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ქალები ცემა-ტყეპას აღარ ითმენენ და ეს სწორედ ამ ბრძოლის შედეგია” – ბაია პატარაია

aviabiletebi
ავიაბილეთები

კავშირ “საფარის” აღმასრულებელი დირექტორის ბაია პატარაიას განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის შემდეგ “საფარში” ქალების მიმართვიანობა საკმაოდ გაიზარდა, რაც კარგი პრეცენდენტია. მისი თქმით, საზოგადოება მალე მივა იმ კონსესუსამდე, რომ ქალი შინაური ცხოველი არ არის და მასაც აქვს უფლება მიიღოს გადაწყვეტილება. ამის შესახებ პატარაიამ “დღის კურიერში” განაცხადა.

“ჩვენთან მომართვიანობა ძალიან გაიზარდა. კოვიდის სიტუაციამ ეს სიტუაცია უფრო მეტად გაამძაფრა, სიღარიბეც დაემატა ამ ყველაფერს. მომართვიანობა არის საკმაოდ მაღალი ამ ყველაფრის შემდეგ. ქალების ბრძოლა თანასწორობისთვის და უფლებებისთვის გრძელდება.

ის, რომ ქალები ცემა-ტყეპას აღარ ითმენენ სახლში ეს არის სწორედ ამ ბრძოლის შედეგი. გარკვეული პერიოდის შემდეგ საზოგადოება მივა კონსესუსამდე, რომ ქალი ცხოველი არ არის და რომ ქალს შეუძლია პირადად ცხოვრებაზე გადაწყვეტილება ისე მიიღოს, რომ ამის გამო არ მოკლან” – განაცხადა ბაია პატარაიამ.

იტვირთბა....