თურქეთში ფოიერვერკის ქარხანაში აფეთქებას სულ მცირე ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა 97-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, 16-მა კი მსუბუქი დაზიანება მიიღო.
შემთხვევა საქარიის პროვინციაში მოხდა.
2009 წელს ამავე ქარხანაში აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 37 დაშავდა.