“დამნაშავეები იძიებენ საქმეს. დამნაშავეები არიან, რადგან არ არიან დაკავებული ის ადამიანები, ვინც ხელს აფარებს მკვლელობის საქმეს(ხორავას საქმე). შოთაძე რომ დამნაშავეა, ეს ხომ ფაქტია. გახარია ხომ მთავარი დამნაშავეა, ის რომ ხელს აფარებს მკვლელს, ეს ხომ დამნაშავეა.”
სერგო რატიანი – “ევროპული საქართველოს” წევრი
ამის შესახებ სერგო რატიანმა “დღის ამბებში” განაცხადა.
ამ დრომდე კი ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირს წაეყენა ბრალი და 17-ვე პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შეგახსენებთ, 22 ივნისს მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვნეს. გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უკვე ცაუტარდა, რომლის დასკვნაც ერთ თვეში გახდება ცნობილი. თუმცა, ექსპერტის ინფორმაციით, ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება თავის, სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში. საქმეზე გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს.