“ერთი საეჭვო ნიუანსიც რომ დავინახო, სადაც შეიძლება ვთვლიდე, რომ ჩემი პოზიცია დასაბუთებულია, წარმოგიდგენიათ რა რეაქცია მექნება?! 9 წლის განმავლობაში, როდესაც ადვოკატის პროფესია ტყვიისთვის შუბლის შეშვერა იყო, არ გავჩერებულვარ. სოდი, კუდი და მათი სადამსჯელო რაზმები მირიან ნიკოლაძეს არ აინტერესებდა არა ოჯახის წევრების გამო და ახლა თურმე, მე მეუბნებიან, რომ შეიძლება ვიღაცამ გამაჩეროს. სრული იდიოტიზმია.”
მირიან ნიკოლაძე – გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილის ბიძა
ამის შესახებ მირიან ნიკოლაძემ POSTV-ის ეთერში განაცხადა.
ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბოლო პერიოდში მედია საშუალებებში სხვადასხვა უცნობი დეტალი ვრცელდება, რაც ბევრ კიტხვას ბადებს. მოწმეების დაკიტხვების სერია გრძელდება. საზოგადოება გამოძიების საბოლოო შედეგს ელოდება.
22 ივნისს მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვნეს. გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უკვე ცაუტარდა, რომლის დასკვნაც ერთ თვეში გახდება ცნობილი. თუმცა, ექსპერტის ინფორმაციით, ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება თავის, სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში. გამოძიება ექსპერტიზის დასკვნას ელოდება.ამ დრომდე კი საქმეზე 17 პირია მიცემული პასუხისგებაში.