მთავარი ციტატა

“დღემდე მკლავს ფიქრი, რა რჩევა ვერ მივეცი, რა იყო ისეთი, რომ იქნებ ეს აცილებოდა ბავშვს”- შაქარაშვილის ბიძა

“დღემდე ის მომყვება სადარდებლად, რა რჩევა ვერ მივეცი, რა იყო ისეთი, რაც ბავშვს ვერ შთავაგონე, რომ იქნებ ეს აცილებოდა. დღემდე მკლავს ეს ფიქრი, ყოველი ღამე ამაზე ფიქრით სრულდება. რომ რჩება ეს რუტინა, მერე მეწყება ამაზე ფიქრი, ბავშვი, რომელიც ჩემთან დადიოდა, მწერდა, გვქონდა საუბრები ფეხბურთიდან დაწყებული, ყოფითი საკითხებით დასრულებული და რა ვქენი ისეთი, რომ ეს ვერ ვუთხარი, რომ იქნებ გადამერჩინა.”

 მირიან ნიკოლაძე – გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილის ბიძა

ამის შესახებ მირიან ნიკოლაძემ POSTV-ის ეთერში განაცხადა.

 22 ივნისს მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვნეს. გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უკვე ცაუტარდა, რომლის დასკვნაც ერთ თვეში გახდება ცნობილი. თუმცა, ექსპერტის ინფორმაციით, ცხედარს  მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება თავის, სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში. გამოძიება ექსპერტიზის დასკვნას ელოდება.

 

იტვირთბა....