“ბოლო ხანებში “ოცნების” ხელმძღვანელობის, განსაკუთრებით, საპარლამენტო ლიდერების მხრიდან გაისმის ოპოზიციის მისამართით შეურაცხმყოფელი სიძულვილის ენით გამოთქმული ეპითეტები და არაერთხელ მოიხსენიებენ “ნაციონალურ მოძრაობას” და ოპოზიციას როგორც კრიმინალურ პარტიას. “ქართული ოცნება” შეგნებულად ხელს უწყობს ვითარების დაძაბვას. ჩვენ მივმართავთ ყველა ზომას, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებს და პარტნიორ სახელმწიფოებს, ასევე, გამოვიყენებთ სამართლებრივ ბერკეტებს რათა აღიკვეთოს ეს უმსგავსო და აღვირახსნილი საქციელი „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან.
რომან გოცირიძე ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე
ამასტან, როგორც გოცირიძემ ჟურნალისტებტან განაცხადა.
მისივე თქმით, კრიმინალურ ოპოზიციად მოხსენიება ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტიებისა, ნიშნავს იმას, რომ “ქართული ოცნება” კვლავ აპირებს არჩევნებში გამოიყენოს ის მეთოდები, რომლისთვისაც არაერთხელ მიუმართავს.