aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

(ვიდეო) “ბენზინს გადავასხამთ და ყველას ერთად ამოვბუგავთ”- საპროტესტო აქცია “თბილისი პრაიდის” ოფისთან

აქცია პრაიდთან
aviabiletebi
ავიაბილეთები

“თბილისი პრაიდის” ოფისთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ოფისის გარეთ ლგბტ დროშის მოხსნას ითხოვდნენ. აქციია “ქართული იდეის” ლიდერის გურამ ფალავანდიშვილის ორგანიზებით ჩატარდა.

აქციაზე ძირითადად სასულიერო პირები და მრევლი იყო შეკრებილი, რომლებმაც “გარყვნილების პროპაგანდას” გააპროტესტეს. “მეტრონომთან” აქციის წევრებმა განაცხადეს, რომ საქართველოში დაუშვებელია “ცოდვის პროპაგანდა”, რასაც ლგბტ საზოგადოება აკეთებს და აქციებიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

“ჩვენ ვასრულებთ ეკლესიის კურთხევას და მართლმადიდებელი კაცი არასდროს შეეგუება ბილწი ცხოვრების წესის პროპაგანდას. ეს არის მთავარი და მადლობა ღმერთ,ს რომ არის ჯერ კიდევ ხალხი, რომლითთვისაც სულერთი არაა, რას გადმოკიდებენ. გარეთ,”- განაცხადა აქციის მონაწლემ.

ადგილზე იყვნენ “ერთიანი და ზნეობრივი საქართველოსთვის” წევრებიც, რომლებიც აგრესიული განცხადებებით გამოირჩეოდნენ. ორგანიზციის ერთ-ერთი წევრი “მეტრონომთან” აცხადეს, რომ ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება ლგბდ საზოგადოების არსებობას.

“ეს არის ცოდვის პროპაგანდა, გარყვნილების პროლაგანდა.ეს დროშა არის იდეოლოგიური, ამით გარყვნილებას ავრცელებენ. ქართველები არასდროს შევეგუებით მათ აქ ყოფნას, ბენზინს გადავასხამთ და ყველას ერთად ამოვბუგავთ,”- განაცხადა ორგანიზაციის წევრმა.

ადგილზე სასულიერო პირებმა ლოცვები წაიკითხეს, ხოლო ლგბტ დროშის ქვეშ პარაკლისი აღასრულეს. მათ “თბილისი პრაიდის” ოფისს ნაკურთი წყლალი მოასხეს.

 

იტვირთბა....