ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

სასწრაფო დახმარების თანამშრომლებსა და ოჯახის ექიმებს ხელფასი 100-100 ლარით გაეზრდებათ

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სასწრაფო გადაუდებელი დახმარების თანამშრომლებსა და ოჯახის ექიმებს ხელფასი 100-100 ლარით გაეზრდებათ.

ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ჩვენ რამდენიმე თვის წინ დავაანონსეთ სურვილი, რომ გვინდოდა გაგვეუმჯობესებინა სახელფასო ანაზღაურება ჩვენი ექიმებისთვის, დღეიდან სასწრაფო გადაუდებელი დახმარების თანამშრომლებს და ოჯახის ექიმებს მოემატებათ ხელფასი 100-100 ლარით. მართალია, ეს არ არის ის ღირსეული ანაზღაურება, რომელსაც თქვენ იმსახურებთ, მაგრამ ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი,”- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

იტვირთბა....