ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა საქართველოდან ავიაკომპანია Wizz Air-ის შესაძლო გასვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და მას უსაფუძვლო უწოდა.
როგორც თუნავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, პანდემიის ფონზე კომპანია ცდილობს, მისი ფინანსური ხარჯები მინიზირებული იყოს.
მისნისტრის ცნობით, ავიაკომპანია გეგმავს, 2021 წლიდან გააფართოვოს ფრენების მიმართულებები.
“Wizz Air არ გადის საქართველოდან, ის რჩება მოსახლეობის ერთგული, რჩება საქართველოში და მზადაა ჩვენთან ჩვეულებრივი სტანდარტებით აღვადგინოთ ფრენები. ის გეგმავს გააფართვოს ფრენების არეალი, ახლა კიდევ 10 ფრენის დამატების გეგმა აქვს, რომელიც განხორციელდება 2021 წლიდან.
საკითხის ინტერპრეტაცია არასწორად მოხდა. აქაა წმინდა ტექნიკური საკითხი-სად ეყენება ხომალდი, ქუთაისში თუ თავის სამშობლოში დღეს უნდა, რომ ხარჯები იყოს მინიზირებული,”- აცხადებს ნათია თურნავა.
შეგახსენებთ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ავიაკომპანია Wizz Air-მა საქართველოში ფუნქციონირება შეწყვიტოს და ქუთაისში არსებულ ბაზა გააუქმოს.