“ქალბატონი, რომელიც არის ჰომოფობი, გამოირჩევა აგრესიულობით, არასდროს იცავდა ადამიანის უფლებას, შეუძლებელია იყოს გაერო-ს კომიტეტის წევრი. მისი გამოსარჩლება არ იყო სწორი და ჩვენ ვეთანხმებით არასამთავრობო სექტორის ამ პოზიციას. საკმარისი იყო 3 დღის წინანდელი ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომა ენახა ვინმეს, გადაეთარგმნათ ყველასთვის, ელჩი იქნებოდა თუ სხვა და იქ გამოჩნდებოდა სოფო კილაძის პორტრეტი მთელი თავისი მშვნიერებით. უცნაური იყო ელჩის გამოსარჩლება და მისი გულმხურვალე დაცვა სოფო კილაძის, ამ მხრივ გვაქვს ჩვენ შენიშვნები. ჩვენ არ ვიზიარებთ იმ პათოსს, რომ “ელჩი არაკომპენტენტურია და გამოწვეულ იქნას”. ჩვენი შენიშვნა რბილი ფორმით იყო გამოთქმული. სოფო კილაძის დაცვა არის სერიოზული შეცდომა, ვინაიდან თავად სოფო კილაძე ბრძანდება შეცდომა ამ პარლამენტში.”
რომან გოცირიძე – ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე
ამის შესახებ რომან გოცირიზემ ჟურნალისტებთან საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებასთან დაკავშირებიტ განმარტა.
ბოლო პერიოდში გერმანიის ელჩის შესახებ გაკეთებულ საჯარო კომენტარებთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ უპატივცემულო ხასიათის ბრალდებების გაკეთებისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს.
ხოლო, მანამდე სოფო კილაძის გაეროს ბავშვთა კომიტეტში არჩევის საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას, გერმანიის ელჩმა კილაძის მიმართ ბრალდებებზე შეშფოთება გამოხატა და განაცხადა, რომ “საერთაშორისო პარტნიორები აფასებენ იმას, რომ მათ (არასამთავრობო ორგანიზაციებმა) მნიშვნელოვანი სამუშაო გასწიონ პრობლემებზე და მათ მიზეზებზე, იმის ნაცვლად, რომ დაეშვან ასეთ დონეზე.”