„გამოიკვეთა, როცა ადამიანი სიმართლეს და საკუთარ პოზიციას აფიქსირებს, როგორი მიუღებლობა აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ განსხვავებული აზრის მიმართ. აქ იკვეთება მათი „პროდასავლურობა“. მათ სძულთ განსხვავებული აზრი.წარმოუდგენელია, ერთი მხრივ, საუბრობდე, რომ ხარ პროდასავლური ღირებულებების მიმდევარი, ძვირფასია განსხვავებული აზრი და მეორე მხრივ, დიპლომატს თავს ესხმოდე იმისთვის, რომ განსხვავებული და მართალი აზრი არის შენთვის მიუღებელი.”
ანრი ოხანაშვილი – პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე
ამის შესახებ ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარისას განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, 8 მარტის შეთანხმებაში გიორგი რურუა მოხსენიებული არაა და ამის წაკითხვა ყველას შეუძლია. აღნიშნულ განცხადებებს კრიტიკული გამოხმაურებები მოჰყვა გარკვეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან. “ლეიბორისტთა” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა გერმანიის ელჩს ბრალი დასდო ბიძინა ივანიშვილის ლობისტობაში, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, სალომე სამადაშვილმა რურუაზე გერმანიის ელჩის განცხადებას “გარკვეულწილად დიპლომატიურ შეცდომა უწოდა, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ კი განაცხადა, რომ თანაუგრძნობს ელჩს იმ შარის გამო, რომელშიც გაეხვა და მას “თარგმანში დაკარგულიც” უწოდა.