გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის, ვახო ახვლედიანის ადვოკატის, მზია ქასრაშვილის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილს უკან რამდენიმე პირ მისდევდა, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დაინახა.
როგორც ადვოკატმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ახვედიანს დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში ესმოდა შეურაცხმყოფელი სიტყვები იმ ბიჭებისგან, რომლებიც მათ მისდევდნენ.
“არ ვიცით, რას დაადგენს ექსპერტიზა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ყვება, რომ.როდესაც ისინი გამორბიან, პირველი მირბის შაქარაშვილი, შემდეგ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და შემდეგ ამირხანაშვილი. გიორგი შაქარაშვილი სწრაფი ნაბიჯებით პირდაპირი მიმართულებით მიდის. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ სადაც ვიპოვე ბეტონის ფილა ჩავჭერი გზა, იქვე ჩავედიო. ვახო ახვლედიანი ამბობს, რომ მათ მისდევდნენ და თავის გადასარჩენად მირბოდნენ ეს ბიჭები. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მთლიანად დაჩხაპნილი ბუჩქებითა და ეკლებით. ის ამბობს, რომ დამალული იყო 30-35 წუთი. იმასაც ამბობს, რომ ესმოდა ხმები – სად წახვედითო და გინება. 10-15 წუთი გრძელდებოდა გინება. როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ყვება, გიორგის მისდევდა არა ერთი ადამიანი,”- განაცხადა ადვოკატმა.
ამ დრომდე კი ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირს წაეყენა ბრალი და 17-ვე პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურამ ვიდეოკადრები გაავრცელა.
შეგახსენებთ, რომ 22 ივნისს მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვნეს. გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უკვე ცაუტარდა, რომლის დასკვნაც ერთ თვეში გახდება ცნობილი. თუმცა, ექსპერტის ინფორმაციით, ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება თავის, სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში. საქმეზე გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს.