ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ინფორმაციას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ფიგურანტი მოჭიდავე გიგა ტატიაშვილი ჭიდაობის ფედერაციაში შემალავი არც ერთი საჭიდაო სტილის წარმომადგენელი არაა. ამასთან, ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ყველას მიმართავს, ინფორმაციის გავრცელებისას უფრო ყურადღებით იყვნენ.
ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვლილის გამო ოჯახსა და ახლობლებს თანაგრძნობას უცხადებს.
„ბოლო დღეებში, მასმედიაში რამდენიმეჯერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ფიგურირებს მოჭიდავე გიგა ტატიაშვილი. საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია აზუსტებს, რომ ტატიაშვილი არაა ჩვენს ფედერაციაში შემავალი არც ერთი საჭიდაო სტილის წარმომადგენელი და სთხოვს ყველას, მეტად ფრთხილები და ყურადღებიანები იყვნენ ინფორმაციის გავრცელებისას.
„საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია მწუხარებას გამოთქვამს საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ 19 წლის წევრის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს გიორგი შაქარაშვილის ოჯახს და ახლობლებს,“ – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.